ომი ყველასათვის ომია (სტალინის შვილი)

მთავარი icon ფილმები  icon ომი ყველასათვის ომია (სტალინის შვილი)

ომი ყველასათვის ომია (სტალინის შვილი)

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2255 მეტრი, 81 წუთი

გამოშვების წელი: 1990

 

დამდგმელი რეჟისორი: დევი აბაშიძე
სცენარის ავტორი: ბადრი ჭოხონელიძე , დევი აბაშიძე
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: ნაუმ ფურმანი
კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. ზილბერნიკი
მონტაჟი: ნანა ბახტაძე
მონაწილეობენ: ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი (იაკობ ჯუღაშვილი) , ევგენი ჯუღაშვილი (იოსებ სტალინი) , გერბერტ შტორმი (ფელდმარშალი კლიუგე) , ალექსანდრე მეძმარიაშვილი (გერმანელი გამომძიებელი) , ლევ გავრილოვი (ჟიტომირი) , ვაჟა ფირცხალაიშვილი (გერმანელი ოფიცერი) , ია ნინიძე (იულია) , ლიანა ასათიანი (სეფორა) , იმედა კახიანი (სვიმონი) , მურმან ჯინორია (რეჟისორი) , ქართლოს მარადიშვილი (ქართველი ემიგრანტი) , მალხაზ ჯიბლაძე (პატარა იაკობი) , ია ფარულავა , მიხეილ ვაშაძე , ლეო (ლევან) ფილფანი , გივი თოხაძე , მიხეილ იოფე , კუკური აბრამიშვილი , ანზორ ურდია , ჯემალ სიხარულიძე , ვახტანგ მიხელიძე

ფილმი საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურის, იოსებ სტალინის ვაჟის, მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში ტყვედ ჩავარდნილი იაკობ ჯუღაშვილის ცხოვრების ტრაგიკულ ეპიზოდებს ასახავს. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად იაკობი არ გატყდა, ტყვეობაში დაიღუპა, როგორც რიგითი მეომარი.