ბესამე

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2753 მეტრი, 99 წუთი

გამოშვების წელი: 1989

 

დამდგმელი რეჟისორი: ნინო ახვლედიანი
სცენარის ავტორი: გურამ დოჩანაშვილი , ნინო ახვლედიანი
დამდგმელი ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
დამდგმელი მხატვარი: ვაჟა ჯალაღანია
კომპოზიტორი: ვახტანგ კახიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გ. რეისგოფი
მონტაჟი: ჯულიეტა ბეზუაშვილი
მონაწილეობენ: დავით გაბუნია (ბესამე) , რევაზ (უმც) თაბუკაშვილი (ბესამე) , ნუგზარ ცომაია (ბესამე) , კახი კავსაძე (მაესტრო) , გიორგი (გოგი) ხარაბაძე (რექსაჩი) , მურმან ჯინორია (კარტუზო) , გიზო ჟორდანია (ჰერცოგი) , ნინო ქორიძე (მაესტროს შვილიშვილი) , ბექა ჯგუბურია (მევიოლინე) , გიორგი დევდარიანი (აღსადგენელი) , მიხეილ დევდარიანი (აღსადგენელი) , ვაჟა აფრასიძე (აღსადგენელი) , მიშიკო ლობჟანიძე (აღსადგენელი) , გოჩა გიორგაძე (აღსადგენელი) , ოთარ ბაგრატიონი (აღსადგენელი) , ლადო გაბაშვილი (აღსადგენელი) , კახა ჩხაიძე (აღსადგენელი) , ხოსე მარია რიო დე ბელესტერო (აღსადგენელი) , ბერტა ხაფავა , ა. მამაცაშვილი , თენგიზ გიორგაძე , გ. მიროტაძე , შ. ჯუღელი

ფილმი-ალეგორია. მწყემს ბიჭს ბესამეს ბედი გაუღიმებს, მოხუცი მაესტროს დახმარებით კონსერვატორიის სტუდენტი გახდება და ფლეიტაზე დაკვრის სწავლას დაიწყებს. მაესტროს წესიერებით თავმობეზრებული მთავარმართებელი და სხვა შურიანები მოხუცის თავიდან მოშორებას გადაწყვეტენ, ბესამეს კი ცხოვრების დაუნდობელი წესების შესასწავლად გამოსასწორებელ კარცერში გამოამწყვდევენ. აქ მას წამებით სულს გაუუხეშებენ, მუსიკას დაავიწყებენ, ფულს შეაჩვევენ, მძლეთამძლე ცხოველად აქცევენ. ბესამეს მეტამორფოზა თვით მოძალადეებსაც კი შეაშინებს – მას ხელში ბრახუნა დოლს შეაჩეჩებენ და ქალაქის გამღვიძებლად დანიშნავენ. ყმაწვილს ისევ მაესტრო იხსნის – ფლეიტის ხმა ბესამეს მთელ სიბინძურეს ჩამორეცხს, სიყვარულსა და თავისუფლებას დაუბრუნებს.


ფილმში გამოყენებულია ფრაგმენტები ბეთჰოვენის, მოცარტის, პაგანინის, ბახისა და კუპერენის ნაწარმოებებიდან