მეტიჩარა

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2325 მეტრი, 84 წუთი

გამოშვების წელი: 1988

 

დამდგმელი რეჟისორი: ნელი ნენოვა , გენო წულაია
სცენარის ავტორი: ანატოლი გალიევი , ედუარდ ტროპინინი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ კრეპსი
დამდგმელი მხატვარი: ნაუმ ფურმანი
კომპოზიტორი: იოსებ (სოსო) ბარდანაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დავით კანდელაკი , იური ფედნევი
მონტაჟი: ნ. ეგეტაშვილი

ბათუმელი ფოტოგრაფი რობინზონი მოუთმენლად ელის თბილისიდან შვილის, ნინიკოს ჩამოსვლას, რომელიც ცოლთან გაყრის შემდეგ აღარ უნახავს. მამინაცვლის ხელში გაზრდილ ბავშვს მამასთან ურთიერთობა უჭირს. შვილის გაუცხოებით გულნატკენი რობინზონი მას დელფინარიუმიდან გაპარული დელფინის, "მეტიჩარას" საიდუმლოს გაანდობს, რომელიც ლაღად ცხოვრობს ზღვაში და ნაპირთან მხოლოდ რობინზონის ნიშანზე მოცურდება. დელფინთან მეგობრობა ნინიკოს სრულიად შეცვლის. თბილისში დაბრუნებულს, გული მამისა და "მეტიჩარასკენ" მიუწევს. რობინზონი დატყვევებულ დელფინს გაათავისუფლებს, რისთვისაც მას სასტიკად სცემენ. "მეტიჩარა" მის დასახმარებლად გამოცურავს, ნაპირზე გამოირიყება და დაიღუპება.