ბათუმელი ფოტოგრაფი რობინზონი მოუთმენლად ელის თბილისიდან შვილის, ნინიკოს ჩამოსვლას, რომელიც ცოლთან გაყრის შემდეგ აღარ უნახავს. მამინაცვლის ხელში გაზრდილ ბავშვს მამასთან ურთიერთობა უჭირს. შვილის გაუცხოებით გულნატკენი რობინზონი მას დელფინარიუმიდან გაპარული დელფინის, "მეტიჩარას" საიდუმლოს გაანდობს, რომელიც ლაღად ცხოვრობს ზღვაში და ნაპირთან მხოლოდ რობინზონის ნიშანზე მოცურდება. დელფინთან მეგობრობა ნინიკოს სრულიად შეცვლის. თბილისში დაბრუნებულს, გული მამისა და "მეტიჩარასკენ" მიუწევს. რობინზონი დატყვევებულ დელფინს გაათავისუფლებს, რისთვისაც მას სასტიკად სცემენ. "მეტიჩარა" მის დასახმარებლად გამოცურავს, ნაპირზე გამოირიყება და დაიღუპება.