მამა, შვილი და ნიავი

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2074 მეტრი, 75 წუთი

გამოშვების წელი: 1988

 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი (გოგიტა) ჭყონია
სცენარის ავტორი: დავით ჩუბინიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ნუგზარ ერქომაიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ნუგზარ ტარიელაშვილი
კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ლეონიდ კოსმატოვი

გამარჯვებული არც ერთ ომს არ ჰყავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფრონტიდან დაბრუნებულ შალიკოს უნდა ომი დაივიწყოს, წამოზრდილ შვილთან ერთად ცხოვრება თავიდან დაიწყოს, მაგრამ ომში განცდილი მუდამ თან სდევს. შალიკოს კონფლიქტი მოუვა გამყიდველთან, რომელიც დეფიციტურ ფქვილს ზედმეტ ფასად ყიდის. ჩხუბში სასტიკად ნაცემი გამომჯობინების შემდეგ შეიტყობს, რომ ჩხუბის შემსწრე მის შვილს შიშისგან ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩნდა. გამწარებული მამა გამყიდველს მოკლავს.