პროლოგი (წინათქმა)

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 789 მეტრი, 29 წუთი

გამოშვების წელი: 1986

 

დამდგმელი რეჟისორი: ზაზა (როინ) ილურიძე
სცენარის ავტორი: ზაზა (როინ) ილურიძე , მიკა ალექსიძე
დამდგმელი ოპერატორი: პაატა ჟღენტი , გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: გია ლაფერაძე
კომპოზიტორი: ლევან ჩხარტიშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: კონსტანტინე კუზნეცოვი
მონტაჟი: როზა ჯიკაევა

სასტუმროში დაბინავებული მარტოხელა მამაკაცი სანაპიროზე ბიჭს გაიცნობს. კაცთან მეგობრობა მეოცნებე ბიჭისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა შეიტყობს, რომ მამაკაცს მის ავადმყოფ დედასთან გაუბამს ურთიერთობა, მის თვალში სამყარო შავი ფერით შეიმოსება. კაცი ბიჭს უნიჩბო ნავში ჩასვამს და მის ბედს ტალღებს მიანდობს.