ჭიდაობას რა უნდა

რეტრო / დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2339 მეტრი, 84 წუთი

გამოშვების წელი: 1986

 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ (უმც) ჭიაურელი
სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი , მიხეილ (უმც) ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი გერსამია
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე , მალხაზ კუხაშვილი , გენო ცაავა
კომპოზიტორი: ენრი ლოლაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: იური რიშკოვი
მონტაჟი: როზა ჯიკაევა
მონაწილეობენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი (ბაადურ ხერხეულიძე) , დათო გობეჯიშვილი (კალენიკე ლეჩხუმელი) , ლიკა ქავჟარაძე (გიული) , ლუდმილა ნილსკაია (ნატაშა) , სოფიკო კალანდაძე (სოფიკო) , გურამ ნიკოლაიშვილი (ტრისტანი) , რომან რცხილაძე (ბიატორია კარანაკი) , გივი სიხარულიძე (კარელა პოხპეშელი) , ზაზა კობერიძე (დათია) , გივი თოხაძე (ჩინიზელი) , თემურ ბიჭიაშვილი (გრაფ რობერი) , პაატა ბარათაშვილი (ფრანგი ექიმი) , ჯემალ ფხაკაძე (იაშა უწვერო) , ოთარ ზაუტაშვილი (ცნობის მთხოვნელი) , თეიმურაზ ბერიძე (ცნობის მთხოვნელი)

რაჭველ გლეხის ბიჭს, კალენიკეს ფიზიკურ ძალასთან ერთად კრივის არაჩვეულებრივი ნიჭი აღმოაჩნდება. მისი მწვრთნელი და მფარველი ბაადურ ხერხეულიძე უცხოელთან კონტრაქტს გააფორმებს და კალენიკესთან ერთად პარიზში გაემგზავრება. კალენიკე თავს არ ზოგავს, შეჯიბრების ფინალში გასვლის იმედი აქვს, მაგრამ პარიზი დიდ ხარჯებს მოითხოვს და უსახსროდ დარჩენილებს მევალეები დევნიან. ბაადურს გული უმტყუნებს და კალენიკეს ხელში ჩააკვდება. ბაადურის სამშობლოში გადმოსასვენებელი თანხის შესაგროვებლად კალენიკე მარსელის პორტში მტვირთავად დაიწყებს მუშაობას.