ჩიორა

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2358 მეტრი, 85 წუთი

გამოშვების წელი: 1984

 

დამდგმელი რეჟისორი: ნელი ნენოვა , გენო წულაია
სცენარის ავტორი: გივი (ბესო) ოდიშარია
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გია ლაფერაძე
კომპოზიტორი: ალექსანდრე ბასილაია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დიმიტრი სურენსკი
მონტაჟი: მარინა კოლხიდაშვილი
მონაწილეობენ: ხათუნა ჩაგელიშვილი (მარი) , თენგიზ გიორგაძე (ნიკა) , გოჩა აფციაური (ჩიორა) , ვაჟა ფირცხალაიშვილი (ნიკას მამა) , ლია ელიავა (ნიკას დედა) , თეა (ნათელა) გაბუნია (მარის დედა) , კახა ღვინჯილია (მარის ძმა) , თინათინ ბაბლიძე , მარიკა გოგიჩაიშვილი , გიორგი სულაძე , თამარ თუშიშვილი , ირაკლი კალანდაძე , ლია კაპანაძე , ზურაბ (კუკური) ლაფერაძე , ელენე (ჩიტო) ლანდია , ნოდარ მასხულია , ლიანა მიქაშავიძე , ნ. მიტანიკი , ი. ოქროპირიძე , სოსო პაჭკორია , გიზო სირაძე , ც. სანგულია , შოთა სხირტლაძე , გიორგი (გიო) ხვადაგიანი , მარიკა ტყეშელაშვილი , შ. ხუხაშვილი , ო. ხარაძე , ფ. მელანია , მ. ბობოხიძე , ვ. ჯობავა , ი. ძაგანია , კ. სანაია , ლია ხაჩატუროვა , ივანე ჩხეიძე

მარიმ და ნიკამ დაქორწინება გადაწყვიტეს და ზღვისპირა ქალაქში გაიპარნენ. ცოლ-ქმარს არ ჰგავდნენ და ბინაში არავინ შეუშვა, ფულიც არასაკმარისი ჰქონდათ. დამშეულები ბარში შევიდნენ, მაგრამ მარის ბიჭები აეკიდნენ და ნიკა ჩხუბში გამოიწვიეს. ლაგოდეხელი ბიჭი, ჩიორა გამოესარჩლათ. შეყვარებულების ამბავი რომ შეიტყო, თავად ჯიბეცარიელმა, მათი დახმარება მოინდომა, ალალად, გულით - ხან ნიძლავით, ხანაც ეშმაკობით რამდენჯერმე იშოვა ფული, მაგრამ ბედმა უმტყუნა, სასიკვდილოდ დაშავდა და დაიღუპა. ჩიორას გულწრფელი, თავდაუზოგავი სიყვარულით მოხიბლულ მარის ნიკას გრძნობაში ეჭვი შეეპარა და ქალაქში დაბრუნებისთანავე მიატოვა.