მარიმ და ნიკამ დაქორწინება გადაწყვიტეს და ზღვისპირა ქალაქში გაიპარნენ. ცოლ-ქმარს არ ჰგავდნენ და ბინაში არავინ შეუშვა, ფულიც არასაკმარისი ჰქონდათ. დამშეულები ბარში შევიდნენ, მაგრამ მარის ბიჭები აეკიდნენ და ნიკა ჩხუბში გამოიწვიეს. ლაგოდეხელი ბიჭი, ჩიორა გამოესარჩლათ. შეყვარებულების ამბავი რომ შეიტყო, თავად ჯიბეცარიელმა, მათი დახმარება მოინდომა, ალალად, გულით - ხან ნიძლავით, ხანაც ეშმაკობით რამდენჯერმე იშოვა ფული, მაგრამ ბედმა უმტყუნა, სასიკვდილოდ დაშავდა და დაიღუპა. ჩიორას გულწრფელი, თავდაუზოგავი სიყვარულით მოხიბლულ მარის ნიკას გრძნობაში ეჭვი შეეპარა და ქალაქში დაბრუნებისთანავე მიატოვა.