წისქვილი ქალაქის გარეუბანში

მთავარი icon ფილმები  icon წისქვილი ქალაქის გარეუბანში

წისქვილი ქალაქის გარეუბანში

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1835 მეტრი, 66 წუთი

გამოშვების წელი: 1981

 

დამდგმელი რეჟისორი: რეზო ესაძე
სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი , რეზო ესაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვარი: თეიმურაზ არჯევანიძე
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გ. რეისგოფი
მონტაჟი: მადონა თევზაძე

დეკემბრის სუსხიან დილას ქალაქის გარეუბანში, დაკეტილი წისქვილის კართან საფქვავით დატვირთული ადამიანები იყრიან თავს. მეწისქვილის მოლოდინში საუბარს გააბამენ, ცეცხლს დაანთებენ, საიდანღაც სასმელიც გაჩნდება, სასმელს სადღეგრძელოები მოყვება... ბოლოს და ბოლოს მეწისქვილეც მოვა. შორიდან დიდი ქალაქის ხმაური ისმის, წისქვილთან კი ადამიანებმა დამეგობრება მოასწრეს.