ყოჩაღად, პაპებო !

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2380 მეტრი, 86 წუთი

გამოშვების წელი: 1981

 

დამდგმელი რეჟისორი: ნელი ნენოვა , გენო წულაია
სცენარის ავტორი: ძმები მორმარევები , ლევან ჭელიძე , ევგენი (II) მაჭავარიანი , გენო წულაია
დამდგმელი ოპერატორი: იური კიკაბიძე
დამდგმელი მხატვარი: ჯემალ მირზაშვილი , ივანე აპოსტოლოვი
კომპოზიტორი: ჯანსუღ კახიძე , ალექსანდრე ბრიზიცოვი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. ზილბერნიკი , არჩილ ფილიპაშვილი
მონტაჟი: ჯულიეტა ბეზუაშვილი , მაგდა კრისტევა

ხალხური სიმღერის მოყვარული და მცოდნე მოხუცები გურიის ერთი პატარა სოფლიდან ბულგარეთის ზღვისპირა კურორტზე ხალხური სიმღერის ფესტივალზე მოხვდებიან. მათ მიერ შესრულებული გურული სიმღერა მაყურებლის აღფრთოვანებას დაიმსახურებს. მოხუცები არაერთ კეთილ მეგობარს შეიძენენ და თავს მხიარული თავგადასავლებიც გადახდებათ.