ძახილი პელაგონში

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2172 მეტრი, 78 წუთი

გამოშვების წელი: 1980

 

დამდგმელი რეჟისორი: ბიძინა ჩხეიძე
სცენარის ავტორი: ბიძინა ჩხეიძე
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: ნოდარ სულემანაშვილი , ნიკოლოზ ზანდუკელი
კომპოზიტორი: ოლეგ კარავაიჩუკი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: თამარ ლობოვა
მონტაჟი: ზიზო ქურხული

შუქურის ზედამხედველს ზღვა სიყვარულს აჩუქებს – ტალღებში ქალიშვილს შენიშნავს, დახრჩობას გადაარჩენს, მოუვლის, შეიფარებს, შეიყვარებს. წყვილის ბედნიერება დიდხანს არ გასტანს. ქმრის არყოფნის დროს ნინოს უცნობი მოტოციკლისტი გააუპატიურებს. ქალი ამ ამბავს ვერავის გაუმხელს. მოტოციკლისტი კვლავ შემოივლის, ამჯერად მეშუქურის დას მოხიბლავს და მას სამუდამოდ თან გაიყოლებს. მეშუქურე ვერაფერს ხვდება. ნინო ქმრის გულუბრყვილობას და თავის დამცირებას ვეღარ აიტანს და ზღვაში დაიხრჩობს თავს.