უბედურება

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2288 მეტრი, 97 წუთი

გამოშვების წელი: 1979

 

დამდგმელი რეჟისორი: გელა კანდელაკი
სცენარის ავტორი: გელა კანდელაკი , ანზორ სალუქვაძე
დამდგმელი ოპერატორი: ჯიმშერ ქრისტესაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ზაალ მეღვინეთუხუცესი
კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გ. რეისგოფი
მონტაჟი: სოფიო მაჩაიძე

იმერეთის ღატაკი სოფელი. შეუძლოდ გამხდარ გლეხს სახლში უგონოდ მოასვენებენ. რაკი ვერაფრით უშველიან, გადაწყვეტენ, ადათის მიხედვით "უბედურება" ზემო ან ქვემო სოფელს გადაულოცონ. უბედურების თავიდან ასაცილებლად ატეხილ ჩხუბში სოფლელები ყველაფერს დალეწენ, თანაგრძნობის უნარს, ადამიანურ სახეს დაკარგავენ. უბადრუკთა ამ კრებულში ერთადერთ ნათელ სხივად უბრალო გლეხის ქალის, მაიას სახე გამოკრთის. ის, ვის გამოც დავიდარაბა ატყდა, დილით საღ-სალამათი ადგება და ყანაში სამუშაოდ წავა.


გადაღებულია დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.