წინაპართა მიწა

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2339 მეტრი, 84 წუთი

გამოშვების წელი: 1979

 

დამდგმელი რეჟისორი: გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე , გიული ჭოხონელიძე
სცენარის ავტორი: ინგა გარუჩავა , პეტრე ხოტიანოვსკი
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: ლუსია ვარტიკიანი , ეთერ თავაძე

მეორე მსოფლიო ომი. ფაშისტები სვანეთს მოადგებიან. მოხუცი ბეთქილი, რომელსაც შვილი ფრონტზე დაეღუპა, სოფლიდან მოშორებით ცხოვრობს. მოხუცი მთებში საბჭოთა ჯარისკაცს, ლაშას გადაეყრება და შეიფარებს, თუმცა ჯარისკაცის საქციელი დააეჭვებს და ღამე საწოლზე ჯაჭვით დააბამს. ლაშა გერმანელთა მზვერავი აღმოჩნდება, რომელსაც ქართული მამამ, საქართველოდან რევოლუციის დროს ემიგრირებულმა საბჭოთა წყობის მტერმა ასწავლა. ბეთქილთან ურთიერთობა ლაშას შეცვლის, მან აღარ იცის, ვის მხარეზე უნდა იბრძოლოს. მალე გერმანელი ჯარისკაცები გამოჩნდებიან. ბეთქილი მათთან ბრძოლაში დაიღუპება, ჯაჭვით დაბმულ ლაშას კი ქოხთან ერთად მთიდან მოწყვეტილი ზვავი დაფარავს.