მარკოზის სახარება

 

სტუდია "მემატიანე"  

ხანგრძლივობა: 5 ნაწილი, 0 მეტრი, 52 წუთი

გამოშვების წელი: 2004

 

დამდგმელი რეჟისორი: რამაზ (ბუბა) ხოტივარი
სცენარის ავტორი: რამაზ (ბუბა) ხოტივარი , ირაკლი პაპავა
დამდგმელი ოპერატორი: ზურაბ ადუაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ირაკლი ფარჯიანი
კომპოზიტორი: გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: თეიმურაზ (თემო) დოლიძე
მონტაჟი: ზურაბ ლაშხი
პროდიუსერი: რამაზ (ბუბა) ხოტივარი , ირაკლი პაპავა , ზურაბ ლაშხი

მხატვარმა ირაკლი ფარჯიანმა დაგვიტოვა უნიკალური ტექნიკით შესრულებული მეტად შთამბეჭდავი ნაშრომი: მან საკუთარი ხელით გადაწერა მარკოზის სახარების კანონიკური ტექსტი, ყოველი ეპიზოდის მიხედვით შექმნა აბსოლუტურად ორიგინალური ილუსტრაციები, მხოლოდ მისთვის ცნობილი უცნაური ტექნოლოგიების გამოყენებით მისცა ნახატებსა და ფურცლებს სიძველის ელფერი და შეკრა ისინი ერთ წიგნად. ფილმი გადაღებულია ამ სახარების მიხედვით და საშუალებას გვაძლევს მივყვეთ უფლის მიწიერ ცხოვრებას მარკოზ მახარებლის ტექსტებისა და ირაკლი ფარჯიანის უდიდესი სულიერი მუხტით აღბეჭდილი ილუსტრაციების მიხედვით.