სოფლის აშიკი

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 5 ნაწილი, 1029 მეტრი, 37 წუთი

გამოშვების წელი: 1976

 

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ ჭარხალაშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: დავით ლურსმანაშვილი
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: ოფელია გევორქიანი

ლევანასა და პასიკოს ფარული ურთიერთობა სოფლის ჭორიკნებს აალაპარაკებს. მოლაყბეთა და საკუთარ მეუღლეთა თვალის ასახვევად პასიკო, ვითომ ღირსების შელახვისათვის, ლევანას სასამართლოში უჩივლებს. მართლმსაჯულების მოხელეთა კლანჭებში ჩავარდნილი ლევანას ცოლი იძულებული ხდება პასიკოს ქრთამი შესთავაზოს გასაჩუმებლად. პასიკო ფულს აიღებს, მაგრამ ლევანასთვის თვალების ჟუჟუნს არც შემდეგ მოიშლის.


გადაღებულია ნიკო ლორთქიფანიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით