ფეოლა

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 4 ნაწილი, 1007 მეტრი, 36 წუთი

გამოშვების წელი: 1970

 

დამდგმელი რეჟისორი: ბაადურ წულაძე
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე , გოგი ჩარკვიანი
დამდგმელი ოპერატორი: იური ფედნევი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ნუნუ შავგულიძე
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე

სახლმმართველობის თანამშრომელ ბონდოს უბნის მოზარდ ფეხბურთელთა გუნდის შექმნას ავალებენ. ბონდო დავალებას უგულოდ ეკიდება. ცდილობს, გუნდი პირველივე შეჯიბრში დამარცხდეს, რომ ამ საქმისგან გაათავისუფლონ, მაგრამ ბავშვები ზედიზედ იმარჯვებენ. ბონდო გუნდისთვის თავს აღარ ზოგავს, ბიჭები მას "ფეოლას" შეარქმევენ. ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ გამარჯვებულ გუნდს საფრანგეთში გზავნიან ჩემპიონატზე. ფეოლას ნაცვლად ბიჭებს პროფესიონალ მწვრთნელს გააყოლებენ.