მოლოდინი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1983 მეტრი, 72 წუთი

გამოშვების წელი: 1969

 

დამდგმელი რეჟისორი: შოთა მანაგაძე , ნოდარ მანაგაძე
სცენარის ავტორი: ლეილა აბაშიძე , გიორგი ხუხაშვილი , კონსტანტინე პიპინაშვილი , შოთა მანაგაძე
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი , აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ყაზბეგი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი
მონტაჟი: ევგენია ბეჟანოვა

მეორე მსოფლიო ომი. სოფლის ექიმმა ქეთევანმა მეორე შვილიც გაისტუმრა ფრონტზე. უმცროსი ვაჟი მამუკა დედას მხარში უდგას, დაუღალავად ეხმარება. ქეთევანი შიშს და დაღლას არ იმჩნევს, ავადმყოფებს ზრუნვას არ აკლებს. ომის დამთავრებასა და შვილების დაბრუნებაზე ოცნებობს. მაგრამ ომი უკანასკნელსაც მოითხოვს – ქეთევანი თავის ბოლო იმედს, მამუკასაც ფრონტზე გააცილებს.