მეორე მსოფლიო ომი. სოფლის ექიმმა ქეთევანმა მეორე შვილიც გაისტუმრა ფრონტზე. უმცროსი ვაჟი მამუკა დედას მხარში უდგას, დაუღალავად ეხმარება. ქეთევანი შიშს და დაღლას არ იმჩნევს, ავადმყოფებს ზრუნვას არ აკლებს. ომის დამთავრებასა და შვილების დაბრუნებაზე ოცნებობს. მაგრამ ომი უკანასკნელსაც მოითხოვს – ქეთევანი თავის ბოლო იმედს, მამუკასაც ფრონტზე გააცილებს.