ჯვარცმული კუნძული

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2300 მეტრი, 83 წუთი

გამოშვების წელი: 1968

 

დამდგმელი რეჟისორი: შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) თაბუკაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი
მონტაჟი: ჯულიეტა ბეზუაშვილი , ნელი დევნოზაშვილი , ი. მონასელიძე
მონაწილეობენ: თენგიზ არჩვაძე (გიორგი) , გრიგოლ ტყაბლაძე (სიპიტო) , ზურაბ ქაფიანიძე (სიმონა) , მალხაზ ბებურიშვილი (ოთარი) , ლეო (ლევან) ფილფანი (რეზო) , გივი (გურამ) ფირცხალავა (გუჯა) , გეიდარ ფალავანდიშვილი (სოსო) , თამაზ გამყრელიძე (გაიოზი) , ნუგზარ მაჭავარიანი (ზურიკელა) , ნუგზარ ხიდურელი (მოშე) , არიადნა შენგელაია (ლოტა) , მ. პეინი , ალფრედ ვიდენიექსი , ლ. ტუბინი , ევა მურნიეცე , ე. რაუშენი , ფ. სტეპჩუკი , ა. ტინი , პ. ლაო , თ. შმიტი , პ. კომისაროვი , ნ. საკაჯი , ალეკო გაბეჩავა , გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე , გივი თოხაძე , იოსებ (სოსო) ლაღიძე (ოტია) , კარლო საკანდელიძე (გიოლება) , გიორგი (გია) ტყეშელაშვილი

ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ტყვეთა ქართული ბატალიონის წევრებმა აჯანყება მოაწყვეს და კუნძულზე ჰოლანდიის სახელმწიფო დროშა აღმართეს. ამბოხის ჩასახშობად ფაშისტებმა დესანტი გადმოსხეს. აჯანყებულებმა დახმარების სათხოვნელად ბრიტანეთში ნავით თანამებრძოლები გაგზავნეს, მაგრამ მოკავშირეების დახმარება ვერ მიიღეს. უთანასწორო ბრძოლამ ხუთასი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. მათი დახმარებისათვის ფაშისტები ადგილობრივ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დაღუპულები კუნძულ ტექსელის ძმათა სასაფლაოზე განისვენებენ.