ბიჭი და ძაღლი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 783 მეტრი, 28 წუთი

გამოშვების წელი: 1964 , პრემიერა: 1966

 

დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ გოშაძე
სცენარის ავტორი: არჩილ სულაკაური
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე ფარადაშვილი
დამდგმელი მხატვარი: რომან მახარაძე
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი

გია ქუჩაში უპატრონო ძაღლს იპოვის და შინ წაიყვანს. უკმაყოფილო მეზობლების, უბნის ბიჭების და სანიტარული ინსპექციის თანამშრომლის, მუკოს რისხვას რომ გადაარჩინოს, გია ძაღლის რეგისტრაციაში გატარებას მოახერხებს. ერთ დღეს შინ დაბრუნებულს ძაღლი აღარ დახვდება. იგი მუკოს წაუყვანია. მეზობლის ბიჭებს სინდისი შეაწუხებს და გიას ძაღლის მოძებნაში დაეხმარებიან.


გადაღებულია არჩილ სულაკაურის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით