ჯილდო

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 705 მეტრი, 25 წუთი

გამოშვების წელი: 1965 , პრემიერა: 1966

 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი: გიორგი შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: ალექსანდრე მაკაროვი
კომპოზიტორი: ფელიქს (ფილიპე) ღლონტი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ვლადიმერ პოლიკარპოვი

ჯარისკაც გიორგის, რომელსაც რკინიგზის დეპოს გაფიცულ მუშათა დარბევისას შემთხვევით ერთი მათგანი შემოაკვდება, კარგი სამსახურისთვის ოქროს თუმნიანით დააჯილდოებენ. გიორგი მოსვენებას დაკარგავს, პატიების სათხოვნელად მოკლულის დედასთან მივა და მიღებულ ოქროს დაუტოვებს. დედა შვილის მკვლელს გააგდებს. გიორგი ჯარისკაცის ფარაჯას გაიხდის, იარაღს გადააგდებს და იმ ადგილს გაეცლება, სადაც უნებლიედ ჯალათად იქცა.