ვინ შეკაზმავს ცხენს

კინომოთხრობა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2154 მეტრი, 78 წუთი

გამოშვების წელი: 1963 , პრემიერა: 1965

 

დამდგმელი რეჟისორი: შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორი: ივანე თარბა , ალექსანდრე ვიტენზონი , შოთა მანაგაძე
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი , რომან მახარაძე
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი

მარჯვე ცხენოსანს, ალხას ჩამბას ცოლის სიკვდილის შემდეგ შვილებიც მიატოვებენ და ქალაქში გადასახლდებიან. ამაყი მოხუცი ეზო-კარის დაცარიელებას მტკივნეულად განიცდის. გადაწყვეტს, შვილიშვილი მაინც დაუბრუნოს სოფელს, მით უმეტეს, რომ მშობლების გაყრის შემდეგ ბიჭი ინტერნატში იზრდება. ალხასი მალე დარწმუნდება, რომ შვილიშვილი იმედს გაუმართლებს და მის ოჯახში ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი, მამაცი მხედარი გაიზრდება.