განძი

ფსიქოლოგიური / დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2692 მეტრი, 97 წუთი

გამოშვების წელი: 1961 , პრემიერა: 14.10.1961

 

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ (რეზო) ჩხეიძე
სცენარის ავტორი: დემნა შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო

გამრჯე, პატიოსანი გლეხი საულია ხვნის დროს მიწაში დაფლულ განძს იპოვის. ამ დღიდან შეიცვლება, შრომაზე გულს აიყრის, საიდუმლოს გამჟღავნების შიშით შეპყრობილი ახლობლებს გაურბის, ეჭვიანი ხდება. საულია ცოლსაც აიყოლიებს, მაგრამ ფუნდუ მალე გამოფხიზლდება და ქმარს მოსთხოვს, განძი სახელმწიფოს ჩააბაროს. გონებაარეული საულია ფეხმძიმე ფუნდუს წიხლს კრავს. მერე მიხვდება, რომ ბედნიერება ოქროს ანაცვალა და განძს სახელმწიფოს ჩააბარებს.


გადაღებულია დემნა შენგელაიას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით