ლევანა

კინონოველა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 4 ნაწილი, 1012 მეტრი, 37 წუთი

გამოშვების წელი: 1960

 

დამდგმელი რეჟისორი: ლეილა გორდელაძე
სცენარის ავტორი: ოტია იოსელიანი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: რომან მახარაძე
კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი

ცოლ-შვილის უეცარი დაღუპვით სასოწარკვეთილი ლევანა ჩაიკეტება, სახლიდან აღარ გამოდის. მხოლოდ გარდაცვლილთა პორტრეტებს ელაპარაკება. ერთხელ საკუთარი ხელით გაზრდილი ხარების ზმუილი შემოესმება – გამოფხიზლდება, ხარებს მიეფერება, უღელში შეაბამს და ხვნას შეუდგება.


გადაღებულია ოტია იოსელიანის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით