ოტელო

ფილმი-ბალეტი  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2617 მეტრი, 95 წუთი

გამოშვების წელი: 1960 , პრემიერა: 17.09.1961

 

დამდგმელი რეჟისორი: ვახტანგ ჭაბუკიანი
სცენარის ავტორი: ირინა გელოვანი , ვახტანგ ჭაბუკიანი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: სიმონ (სოლიკო) ვირსალაძე , სერაფიონ ვაწაძე
კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი

ასისთავი იაგო ვენეციელ სენატორ ბრაბანციოს შეატყობინებს, რომ მისი ქალიშვილი დეზდემონა ვენეციის ჯარების სარდალმა, მავრმა ოტელომ მოიტაცა. ბრაბანციო ოტელოს დასჯას მოითხოვს, მაგრამ დეზდემონა სენატის წინაშე განაცხადებს, რომ ოტელო მისი კანონიერი ქმარია. იაგო ინტრიგების ხლართვას განაგრძობს. იგი ოტელოს თანაშემწის, კასიოს ადგილის ხელში ჩაგდებას მოახერხებს. ოტელოს დაარწმუნებს, რომ ცოლი კასიოსთან ღალატობს. საბუთად დეზდემონას ცხვირსახოცი მოაქვს. ეჭვებით შეპყრობილი ოტელო დეზდემონას დაახრჩობს. იაგოს ცოლი ემილია ოტელოს მეუღლის უდანაშაულობაში დაარწმუნებს. ოტელო თავს მოიკლავს.


ფილმი-ბალეტი უილიამ შექსპირის ტრაგედიის მიხედვით