დაიბადა 1937 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში. 1954 წელს დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები თ. ვიხოდცევა, მ. გრიშკევიჩი, ვ. ჭაბუკიანი). 1954-1979 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი. 1979 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია.
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961), საქართველოს სახალხო არტისტი (1972). ღირსების ორდენის კავალერი (1997).