დაიბადა 1979 წელს თბილისში. მხატვრობას სწავლობდა ზურაბ ნიჟარაძესთან და ჯემალ შანშიაშვილთან. 2002 წელს გადაიღო გახმაურებული ფილმი „სიზმრების გაელვება“. ეს პირველი ავანგარდულ-ეროტიული, დრამატული ფილმი იყო ქართულ კინოში, სადაც საკმაოდ ეპატაჟური სცენა ლიკა ქავჟარაძემ ითამაშა. ამ ფილმით დაიბადა ახალი კინო მიმდინარეობა „კინო ლექსები“. „კინო ლექსის“ დროს ფილმის გადაღება მინიმალური სცენარის მიხედვით იწყება და გადაღების პროცესში ხდება საბოლოო ფილმის სცენარის დაბადება, ისევე როგორც ლექსის წერის დროს.