კოტე კალანდაძე დაიბადა 1979 წლის 27 ნოემბერს ქ. თბილისში. 1997-1999 წლებში სწვლობდა უცხო ენების ფაკულტეტზე. 13 წლიდან დღემდე მოყოლებული უკრავდა რიგ ქართულ ანდერგრაუნდ ჯგუფებში (Небо СССР, Lady Heroine). პარალელურად იღებდა მუსიკალურ ვიდეო კლიპებს ქართული ბენდების სიმღერებზე. 2012 წელს გადაიღო თავისი პირველი ექსპერიმენტალური მხატვრული ფილმი “Teen Spirit”. 2017 წელს მისი პროექტი დრამერი სადებიუტო ფილმის წარმოების კონკურსის გამარჯვებული გახდა.