დაიბადა 1907 წლის 15 ოქტომბერს, ქ. ზუგდიდში. დაწყებითი ცოდნა მიიღო ზუგდიდში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის 8 სემესტრი დიპლომი არ აუღია. 1933 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1929 წლიდან მუშაობდა სახკინმრეწვში ჯერ რეჟისორის მოწაფედ, ხოლო 1930 წლიდან ბრძანებით დაინიშნა რეჟისორ-მულტიპლიკატორად.