დაიბადა 1971 წლის 13 ნოემბერს ქ. თბილისში. 1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით ეკონომიკური კიბერნეტიკა. 1994 წელს ESM ბიზნეს სკოლა – ბიზნესის ადმინისტრირება. 1998 წლიდან არის სს კინოთეატრ რუსთაველის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2005 წლიდან შპს "კინოპროექტის" დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2008 წლიდან არის დამოუკიდებელი კინოპროდიუსერი.