სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული ბაჩანა ავტობუსს ვერ უსწრებს და მინდორში იკარგება. რადგან ძალიან შია, ბუჩქებში მაყვლის ჭამას იწყებს, ასე მიუყვება გზას და გამტაცებლის ხელში ხვდება. გამტაცებლები ბაჩანას გათავისუფლებისთვის 300 ლარს ითხოვენ. რადგან ფული არ აქვთ, ბაჩანას ახლობლები იმედოვნებენ, რომ მას ღორში გაცვლიან. გამტაცებლებთან ერთად გატარებული სამი დღის შემდეგ ბაჩანას შინ დაბრუნება აღარ უნდა...