დაიბადა 1906 წლის 12 ივლისს. 1927 წელს დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი. 1931 წელს ოდესის კინოტექნიკუმის კინოოპერატორის ფაკულტეტი. მუშაობდა აზერფილმში, სახკინმრეწვში, ალმაატის სტუდიაში საიდანაც 1943 წელს წავიდა ფრონტზე კინო-დოკუმენტალისტად. დაიღუპა 1944 წელს უჟგოროდის (უკრაინა) მახლობლად ფილმის გადაღების დროს. ფილმისათვის "ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლება" დაჯილდოვდა სტალინური პრემიით (1946).