სოფო ტაბატაძე მხატვარია, რომელიც 1977 წელს დაიბადა ქალაქ თბილისში, საქართველო. ის მუშაობს სხვადასხვა მედიაში. მისი კვლევის საგანი ხშირად არქიტექტურაა. არქიტექტურაზე დაკვირვებით და მისი მხატვრული გადათარგმნის შედეგად ის ადამიანების პორტრეტს და მათ ყოფას გვიჩვენებს. სოფო ტაბატაძემ სამაგისტრო დიპლომი ამსტერდამის რიტფელდის აკადემიაში აიღო. იგი მრავალ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა. 2007 წელს მან საქართველო ვენეციის ბიენალზე წარადგინა, ამავე წელს მან ასევე მონაწილეობა მიიღო სტამბოლის ბიენალეზე. ,,პირიმზე"(40 წუთი, 2015) სოფო ტაბატაძის სარეჟისორო დებიუტია. 2011 წელს მან სამ თანარეჟისორთან ერთად გადაიღო ფილმი ,,გულო"(15 წუთი).