,,პირიმზე" საბჭოთა ეპოქის 6-სართულიანი შენობაა, რომელიც თავდაპირველად ხელოსნებს დაეთმო. ფილმი მაყურებელს წარსულში, საბჭოეთისდროინდელ საქართველოში აბრუნებს, ლაბირინთებში შეჰყავს და აკვირდება ხელოსნების ოსტატობას. ამბავი ახალგარემონტებული შენობის ,,პირიმზე პლაზას" კედლებს მიღმაც ვითარდება, ამ შენობამ ძველი ,,პირიმზე" ჩაანაცვლა და მრავალი კითხვა გააჩინა ,,პირიმზის" ტრანსფორმაციის მოტივებისა და საჭიროებების შესახებ.