დაიბადა 1969 წელს თბილისში. 1995 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. წლების მანძილზე მუშაობდა პოლიტიკურ კორესპონდენტად ქართულ პრესაში. ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ, 2000-2005 წლებში შექმნა მოთხრობების ციკლი ემიგრანტულ თემებზე, რომლებიც დროგამოშვებით ქვეყნდებოდა საქართველოში თუ საზღვარგარეთ გამომავალ ქართულ ჟურნალ- გაზეთებში. "თუთიყუში" ქეთი ორჯოკიძის დებიუტია კინოში.