ორი დღე ქართველი ემიგრანტი გოგონების ცხოვრებიდან. ირმა ნიუ-იორკის გარეუბანში, უშვილო ამერიკელი წყვილის ოჯახში მუშაობს დამლაგებლად. გოგონამ ინგლისური არ იცის და გულმოდგინედ ასრულებს ყოველგვარ შინაურ სამუშაოს. ერთ შაბათ დილას ოჯახი წერილს იღებს მეზობლისგან, რომელსაც მოლაპარაკე თუთიყუში დაეკარგა და მის მპოვნელს ჯილდოს ჰპირდება. წყვილს ჭკუაში უჯდება ფულის შოვნის შესაძლებლობა და ფრინველის მოძებნას ქართველ დამლაგებელს ავალებს.