დაამთავრა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ამავე ინსტიტუტის მეორადი ფაკულტეტი ჟურნალისტიკა. ავსტრიაში დაამთავრა მარკეტინგისა და მენეჯმენტის ორ წლიანი კურსი. ორი წელი იმუშავა ისრაელში ინგლისური ენის თარჯიმნად, სადაც შეისწავლა ებრაული (ივრითი) ენა. 2006 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო სკოლა, კინო–ტელევიზიისა და თეატრის რეჟისორი (ვ. ხეტინენკოს, ვ. ფენჩენკოს და პ. ფინის სახელოსნო). საქართველოში მოღვაწეობა დაიწყო რეჟისორად "თეატრალურ სარდაფში" .