ახალგაზრდა მარტოხელა დედა საკუთარი და აუტისტი შვილის ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად ამერიკაში წასვლას გადაწყვეტს. ანა რისკზე მიდის, სახლს ყიდის და მთელ თანხას უხდის მამაკაცს, რომელიც თაღლითი აღმოჩნდება და ანას ფულით თავად გადაწყვეტს ოჯახის საზღვარგარეთ გაყვანას. ანა მის შვილს, ექვსი წლის გოგონას მოსტაცებს, მაგრამ გეგმა ჩაეშლება. იგი იძულებულია სამშობლოში დარჩეს და ცხოვრება თავიდან დაიწყოს.