დაიბადა 1910 წლის 4 თებერვალს ქუთაისში. 1926–1931 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1931–1936 წლებში – მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (ლევ კულიშოვისა და ალექსანდრა ხოხლოვას სახელოსნო), რომლის დამთავრების შემდეგ ბრუნდება საქართველოში და იწყებს აქტიურ სარეჟისორო მოღვაწეობას. იგი გახლავთ ქართული დუბლირებული ფილმების ერთ–ერთი ფუძემდებელი. 1967 წელს მისი უშუალო მონაწილეობით აღადგინეს პირველი ქართული მხატვრული ფილმი ”ქრისტინე” . აქტიურად მოღვაწეობდა დოკუმენტური და სამეცნიერო ფილმების შექმნაში. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969).