დაიბადა 1899 წლის 11 თებერვალს პეტერბურგში. 1916–1918 სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ და ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტებზე. 1918 წელს დაამთავრა ხარკოვის უმაღლესი იურიდიული კურსები, 1919 წელს – ხარკოვის სინელნიკოვის თეარტრთან არსებული დრამატული სტუდია, 1937 წელს – მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის აკადემიური განყოფილება. მსახურობდა წითელ არმიაში, მუშაობდა სამხედრო გამომძიებლად. 1954 წლიდან იყო გორკის კინოსტუდიის დირექტორი. რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1965).