დაღუპული გემის ერთადერთ გადარჩენილ მგზავრს, ფათერაკების მაძიებელ ინგლისელ მოგზაურს, რობინზონ კრუზოს ზღვა უკაცრიელ კუნძულზე გარიყავს. წლების მანძილზე დაუღალავი შრომით რობინზონი კუნძულის ნაწილს ბაღნარად გადააქცევს. ოცდახუთი წლის შემდეგ იგი კაციჭამიებისგან იხსნის სასიკვდილოდ განწირულ ველურს, "პარასკევას" დაარქმევს და ერთგულ მეგობრად გაიხდის. ბოლოს და ბოლოს კუნძულს გემი მოადგება. რობინზონს ინგლისში პარასკევაც გაყვება.