დაიბადა 1976 წლის 8 ნოემბერს. 1993 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტი მთარგმნელ-რეფერენტის სპეციალობით, 1992 წელს - მუსიკალური ათწლედი კლასიკური გიტარის განხრით. აქვს საკუთარი სტუდია, სახელწოდებით - "საავტორო სტუდია“. სხვადასხვა დროს უკრავდა ანსამბლებში: "Royal way", "მთვარის კლუბი", "შუქი მოვიდა", არის წევრი მუსიკალური ანსამბლებისა "სტუმარი" და "ზუმბალენდი" (გიტარა). არის ავტორი ნაწარმოებებისა კლასიკური გიტარისათვის.