რა ხდება ჩვენს სახეებზე, როდესაც ისინი მოძრავ გამოსახულებას ირეკლავენ და როდესაც გვავიწყდება ჩვენი "საზოგადოებრივი ნიღაბი"? ანათებს მხოლოდ ეკრანი, რომელიც აცოცხლებს დროსა და სივრცეს, რეალურსა თუ ირეალურს, ძველსა თუ ახალს, დაკარგულსა თუ დავიწყებულს, ბედნიერსა თუ ტრაგიკულს. ჩვენ ვუყურებთ ფილმს, რომელიც თავისთავად ერთგვარი ანარეკლია. ყოველი ჩვენების შემდეგ ჩვენს ირგვლივ აღმოვაჩენთ ხოლმე იმას, რაც ადრე არასდროს შეგვინიშნავს.