დაიბადა თბილისში. 1985 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსა და დრამის სამსახიობო ფაკულტეტი (პედაგოგი ლილი იოსელიანი). 1985-1994 წლებში მუშაობდა მსახიობად თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1995-2001 წლებში მუშაობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში რეჟისორის (პროფესორი შალვა გაწერელია) ასისტენტად, შემდეგ უფროს პედაგოგად. 1994-2005 წლებში გამოდიოდა სხვადასხვა თეატრის (სარდაფი, თავისუფალი თეატრი, გრიბოედოვის თეატრი, სამეფო უბნის თეატრი) სცენებზე.
2006 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს პოლონეთში, ქალაქ შჩეჩინში.