ფილმში სხვა გარკვეულ პრობლემებთან ერთად, წინა პლანზე წამოწეულია ხელისუფლების გადაცემის იმიტაცია, ცრუ მემკვიდრის თემა. აღსანიშნავია, რომ ფილმის პერსონაჟები გარდაცვლილები არიან და სიუჟეტის განვითარება მისტიურ კუნძულზე, კამა–ლოკაზე ხდება, სადაც ერთ–ერთი აღმოსავლური რელიგიის თანახმად ახალმიცვალებულები ხვდებიან.