დაიბადა 1980 წლის 25 ივნისს, ქ. თბილისში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2000-2003 წლებში იყო რუსთავის სახელმწიფო თეატრის, ვაკისა და რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი. 2004 წლიდან არის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის მსახიობი. პარალელურად არის თავისუფალ თეატრში მიწვეული მსახიობი. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მიღებული აქვს პრიზები: მაყურებელთა გამოკითხვის შედეგად - სპექტაკლი "ძმები" (თავისუფალი თეატრი -2007), ხორვატიის საერთაშორისო ფესტივალი - სპექტაკლი "მაკბეტი" (მუსკომედიის თეატრი -2010), ვულევუს სიმპატიის პრიზი.