ფილმის მოქმედება პირობით, აბსტრაქტულ გარემოში მიმდინარეობს – უცნაური ფერის თითქმის ცარიელი ოთახი რამდენიმე სკამით, ჩატეხილი კარი, აუტანელი სიცხე და ერთმანეთისთვის სრულიად უცხო სამი გმირი (ორი ქალი და ერთი მამაკაცი). თავიდან ვერც იაზრებენ, სად და რატომ მოხვდნენ. ხსნა არსად არის. მათ სამუდამოდ ერთად ყოფნა აქვთ მისჯილი, ერთმანეთის შველა კი არ შეუძლიათ, რადგან ვერ ძლევენ საკუთარ მარტოობას, რომელიც ტოტალური ტყუილითაა ნასაზრდოები.