დაიბადა 1966 წლის 22 აგვისტოს. 1990 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1990 - 1995 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია, 1998 წელს თეატრალური სარდაფის მსახიობი, ხოლო 2006 წლიდან არის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის მსახიობი.