თამრია იტალიაში არალეგალურადაა წასული. იქ მოხუც პაოლას უვლის და ფულს მეუღლესა და სამ შვილს უგზავნის საქართველოში. მოულოდნელად თამრიას ქმარი ვალიკო ავტოავარიაში იღუპება. არალეგალურად, ვალით წასულ ქალს მის დასატირებლად სამშობლოში ჩამოსვლა არ შეუძლია და გადაწყვეტს, ეს მობილური ტელეფონით გააკეთოს.